საქართველოს პარლამენტმა აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა. ხალხის წინააღმდეგობის და პროტესტის მიუხედავად, მთავრობა ცდილობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სიკეთესა და აუცილებლობაში დაგვარწმუნოს. მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალეობაა და ის სრულად შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. ეს რასაც გვეუბნებიან, თუმცა რეალობა რომ არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რუსული კანონის რეალურ “შესაძლებლობებს”. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად. - რა მიზანი აქვს რუსულ კანონს, რა შედეგებს მიიღებს ქვეყანა კანონის მიღების შემთხვევაში?
სტუმარი: ქეთევან ჩაჩავა - CDD-ის აღმასრულებელი დირექტორი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად;