დასავლელი პარტნიორების კრიტიკის თუ სასწორის მეორე პინაზე არსებული ევროკავშირის წევრობისკენ კიდევ ერთი და უფრო დიდი ნაბიჯით მიახლოების პერსპექტივის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მიუხედავად, ყირგიზეთის შემდეგ რიგში ახლა საქართველოა - ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიტანა. გამჭვირვალობის სახელით და რუსული მეთოდებით კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პერსპექტივასთან ერთად პრობლემებს აწმყოშიც ქმნის. უმრავლესობის ლიდერის დაანონსებულ რუსული კანონის პარლამენტში შებრუნებას ბიზნესის ნაწილი ინვესტორების სწრაფ და უარყოფით რეაქციებს უკვე შეხვდა. გამჭვირვალობის იდეას მომხრეებიც ჰყავს, თუმცა დასმენის, დასავლელ პარტნიორებსა და დონორებში აგენტურის გამოვლენის მოტივით შექმნილი საკანონმდებლო წინადადება რომლის მიღებაც მიმდინარე სესიაზე იგეგმება მოწინააღმდეგეებს ამჯერადაც უფრო სწრაფად იკრებს.