საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია რუსული კანონის ნეგატიურ ეფექტზე ყოველდღიურად სულ უფრო აქტიურად საუბრობს. გუშინ ტურიზმის ალიანსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ალიანსი, არ უჭერს მხარს დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დონორ ორგანიზაციებთან გაერთიანების თანამშრომლობის ფორმატს, ქვეყნის სამსახურში მყოფი ორგანიზაციების რეპუტაციასა და მისიას.
"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ტურიზმის სფეროში ჩართული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ხმას და ჯამურად 20-ზე მეტი დარგობრივი ასოციაციას აერთიანებს.
კანონზე განცხადება გაავრცელა გუშინ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციამაც.“ – „რად ღირს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, როდესაც ასეთ ზარალს აყენებ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე კონკრეტულ სექტორებს, განსაკუთრებით ტურიზმს, რომელიც „შუშის ფეხებზე“ დგას, მისი ჩამონგრევა კი ძალიან მარტივია.“- შალვა ალავერდაშვილი.
სტუმარი: შალვა ალავერდაშვილი - „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი;