შეეხება თუ არა გამჭვირვალობსი სახელით მიღებული რუსული კანონი ბანკებს და საბანკო ინფორმაციის საიდუმლოებას - კანონის ინიციატორი მმართველი პარტიის წარმოამდგენლების მხრიდან ცალსახა პასუხების მიღება რთულია. არჩილ თალაკვაძის განმარტეით, კანონი საბანკო სექტორს ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას ცალსახად არ უჩენს, თუმცა განსხვავებულია რეალობა თუ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან კონკრეტულ მონაცემებზე ინტერესი დაფიქსირდება. რა სახის ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს რუსული კანონი ბანკებს და სად არის საბანკო საიდუმლოების დაცვის მიჯნა მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ.