მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსული კანონის” ბოლო რედაქცია - როგორ ეხება კანონი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს?

ე.წ. რუსული კანონი მესამე მოსმენით მხარდაჭერილია, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოც დადებულია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ნაწილში ფიზიკური პირების დავალდებულებასაც ეხება, მეორე მოსმენის დროს მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცალკეულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, საჭიროა ინფორმაციის მოპოვება და ყველა ვალდებულია ის სათანადო ორგანოს მიაწოდოს.

საქმე ისაა, რომ კანონის აღნიშნული რედაქციით ამოქმედების შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს კონკრეტული ორგანიზაციის შესახებ მონიტორინგის ფარგლებში შეეძლება ინფორმაცია გამოითხოვოს მათ შორის ფიზიკური პირებისგანაც, ხოლო ამ ინფორმაციის 10 სამუშაო დღის წარუდგენლობის შემთხვევაში, მას ფიზიკური პირების დაჯარიმება შეეძლება. ე.წ. რუსული კანონი ფიზიკური პირებისთვის ინფორმაციის არ მიწოდებასთან დაკავშირებით 5,000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. ორგანიზაციების მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება კი 25,000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.

სტუმარი: საბა ბრაჭველი - სისხლის სამართლის იურისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები