მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული კანონის“ დაბრუნება - ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

ე.წ. რუსული კანონი პარლამენტში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 2 საათ ნახევარია გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მსჯელობენ. ქართული ოცნება აღიარებს, რომ მეგობარ ქვეყნებს არ სურთ აღნიშნული კანონის მიღება, თუმცა ირწმუნება, რომ კანონი რუსული არ არის. მეტიც, მაშინ, როდესაც ევროკავშირში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი გაერთიანებაში არ აქვთ, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ აქვთ. ამასთან, ოცნება ამბობს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი მხოლოდ უარყოფითი წოდება არ არის და მას შესაძლოა პოზიტიური გავლენაც ჰქონდეს. ოპოზიცია მმართველ გუნდს კანონის უკან გაწვევას ან იმ ალტერნატიულის მიღებას სთავაზობს, რომლითაც ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს დააიდინტიფიცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები