რუსულმა კანონმა ევროპელ ინვესტორებს ყვითელი შუქი აუნთო. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ პარტნიორებს ე.წ. რუსულ კანონზე მათთან კითხვები აქვთ. ინვესტორები ინტერესდებიან, საით მიდის საქართველო და რამდენად მიმზიდველი იქნება ქვეყანა ევროპული ინვესტიციებისთვის. კერძო სექტორში ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსით მიღებული პოზიტიური მოლოდინები ნეგატივით შეიცვალა. ბიზნესის ნაწილი მთავრობას მოუწოდებს, ხალხის ხმას მოუსმინოს და კანონი უკან გაიწვიოს.