შეხვედრები კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა ეტაპზე საინტერესოა ბიზნესისთვისაც და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც, რომელსაც პარტნიორები დაანონსებული იზოლაციის პირობებში გაუჭირდება ჰყავდეს. პირველი ნიშნები რომ ე.წ რუსული კანონი ინვესტორებისათვის პოზიტიურად არ აღიქმება კერძო სექტორისათვის უკვე ხელშესახებია. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ პარტნიორებს ე.წ. რუსულ კანონზე მათთან კითხვები აქვთ. ინვესტორები ინტერესდებიან, საით მიდის საქართველო და რამდენად მიმზიდველი იქნება ქვეყანა ევროპული ინვესტიციებისთვის. კერძო სექტორში ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსით მიღებული პოზიტიური მოლოდინები ნეგატივით შეიცვალა. ბიზნესის ნაწილი მთავრობას მოუწოდებს, ხალხის ხმას მოუსმინოს და კანონი უკან გაიწვიოს.