თბილისში მიმდინარე მოვლენების ფონზე ტურისტებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს. როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, წლის პირველი 4 თვე მზარდი დინამიკით გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო კვირებში საქართველოში ჩამოსვლისგან თავს ბევრი მსურველი იკავებს. ინდუსტრია იმედოვნებს, რომ პროცესები უახლოეს პერიოდში დასტაბილურება და ქვეყანა ევროპელი სტუმრებისთვის კვლავ სასურველ ჩამონათვალში დარჩება.