დატოვეთ დარბაზი! ჩამოგერთვათ სიტყვა! - რუსული კანონის განხილვა დეპუტატების გაძევების ფონზე მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილმა დარბაზი ყველა ოპოზიციონერს დაატოვებინა. ე.წ. რუსული კანონი მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დილიდან განიხილება. მმართველი გუნდი კვლავ ირწმუნება, რომ კანონი რუსული არ არის, ოპოზიციონერმა რომან გოცირიძემ კი განაცხადა, რომ გამჭვირვალობის კანონში ჯარიმების ხანდაზმულობის ვადაც კი პირდაპირ რუსულიდან არის ნათარგმნი პარლამენტარები კანონპროექტის პირველ მუხლს განიხილავენ. სხდომაზე კითხვები დასვეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც.