მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" განხილვა პარლამენტში

რუსული კანონის განხილვა გრძელდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დილიდან ქართული ოცნების კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების ინიციატივის გაჟღერება სურდათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „პროცედურასთან დაკავშირებით კითხვა არ არის“. სხდომიდან 7 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს. მმართველი გუნდი კვლავ ირწმუნება, რომ კანონი რუსული არ არის, ოპოზიციონერმა რომან გოცირიძემ კი განაცხადა, რომ გამჭვირვალობის კანონში ჯარიმების ხანდაზმულობის ვადაც კი პირდაპირ რუსულიდან არის ნათარგმნი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები