"ჩამოგერთვათ სიტყვა", "დატოვეთ დარბაზი", "გაბრძანდით", "ეს არ არის მერე მოსმენის კითხვა", "კითხვა სად არის?", "ეს კითხვა არ არის", "გაგეთიშათ მიკროფონი" ,”გადახვედით კანონის შეფასებაზე, სიტყვა ჩამოგერთვათ”, “გაფრთხილებული ხართ”- საქართველოს პარლამენტში სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიტყვები ისმოდა. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე საათშივე ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი დარბაზიდან გაუშვა. კითხვების დასმის მცდელობისას ანალოგიური იყო შეფასებები NGO-ების მიმართაც.