საქართველოს უნივერსიტეტების ძირითადი ნაწილი საერთო განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც, უნივერსიტეტები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ფაქტი, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. განცხადებას ხელს 38 კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტი აწერს. მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა 13 მაისიდან გაფიცვა დაიწყეს და "რუსული კანონის" გაპროტესტების მიზნით სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს, ლექტორების აქტიურად ავრცელებდნენ სოციალურ ქსელში ინფორმაციას, რომ მათ აუდიტორიები ცარიელი ხვდებოდათ. სტუდენტების პროტესტს ლექტორები მხოლოდ იწონებდნენ და ამბობდნენ, რომ ამაყობენ მათი ახალგაზრდებით და ისინიც უერთდებიან საპროტესტო აქციას. მათივე ცნობით, თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. ამგვარი ქმედებით კი ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას.
განცხადებას ხელს აწერენ: 1.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 4.ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 5.საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა სია ვიწროვდება იმ უნივერსიტეტების შემთხვევაში, რომლებიც ამ საერთო განცხადებას არ უერთდებიან და პირიქით მხარს უჭერენ სტუდენტების ჯანსაღ, მშვიდობიან და ლეგიტიმურ პროტესტს.
ერთობლივ განცხადებას, დანარჩენ 11 უნივერსიტეტთან ერთად არ უერთდება - საქართველოს უნივერსიტეტიც. “საქართველოს უნივერსიტეტი მკვეთრად ემიჯნება საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას! მიუღებელია სტუდენტების გაფიცვისთვის დამუნათება! მიუღებელია პროფესორ-მასწავლებლების დამუნათება იმისთვის, რომ ისინი ამ პროტესტში უერთდებიან თავიანთ სტუდენტებს! წარმოუდგენელია პოლიტიკური პროცესებიდან საუნივერსიტეტო საზოგადოების სრული იზოლაცია, რადგან ის წარმოადგენს ერის ყველაზე ინტელექტუალურ და პროგრესულ ნაწილს, რომელსაც უმთავრესი როლი აკისრია ქვეყნის ისტორიაში, საზოგადოების პროგრესის უზრუნველყოფაში, სახელმწიფო ვექტორის განსაზღვრასა ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში” - აცხადებენ საქართველოს უნივერსიტეტში.
სტუმარი: კოკა თოფურია - „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად