მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული კანონის“ გავლენა - სალომე მგელაძე ქალების ნარატივში

რუსული კანონის გავლენას იგრძნობს თითოეული სექტორი და მისი მასშტაბები არ გავრცელდება მხოლოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მოვისმინეთ არაერთი მოსაზრება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი დასავლელი, ევროპელი პარტნიორების აზრი. მათი შეფასებები კი კანონთან დაკავშირებით კრიტიკულია. აქვე გეტყვით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის დელეგაციას შეხვდნენ, რომელშიც ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან. როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადეს, დელეგაციისგან მოისმინეს კრიტიკული შეფასება "რუსულ კანონთან" დაკავშირებით და ქართველი ხალხის მიმართ სრული მხარდაჭერა. ენჯეოებთან შეხვედრისას მათ მკაფიოდ თქვეს, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, საქართველოს ევროპული მომავალი გაჩერდება. რამდენად საგანგაშოა ეს შეფასებები და რა გველის რუსული კანონის მიღების შემდეგ?

სტუმარი: სალომე მგელაძე - იურისტი;

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები