საქართველოს მთავრობამ მესამე მოსმენით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მხარი საბოლოოდ დაუჭირა. „ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. თუმცა კანონი ბევრად მასშტაბურია და მის შედეგებს იგრძნობს საქართველოში არსებული ყველა სექტორი. მათ შორის სტარტაპ ეკოსისტემა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ტექნოლოგიური და სტარტაპ ინდუსტრია, რაშიც შეიძლება ითქვას, რომ უმთავრესი წვლილი საერთაშორისო, დასავლური ორგანიზაციების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას მიუძღვის. სწორედ ამ მხარდაჭერის დაკარგვის საშიშროებას ხედავენ სტარტაპერები. ამიტომ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. მარიამ ლაშხი იმ 84 დეპუტატს შორის ერთ-ერთია, რომელმაც მხარი რუსულ კანონს დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხი ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ასევე, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა “მსოფლიო ბანკში” და ჩართული იყო სააგენტოს შექმნის პროცესშიც.
სტუმარი: დაჯი ლიპარტელიანი - Ehotelspace-ის თანადამფუძნებელი;
#ქალებისნარტივი მარიამ იზორიასთან ერთად