რუსული კანონი პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინში. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველ ძალას ცვლილებების თამაშში არ შეშვება, მოტივირებულ შენიშვნებად კი პირდაპირ ვენეციის კომისიის შენიშვნებს გამოიყენებს. რა გზა რჩება რუსულ კანონთან მიმართებით - რა პერსპექტივა ჩანს - გაუქმდება თუ არა, შეიცვლება თუ არა - რა ძალა აქვს პრეზიდენტის ვეტოს და ვეტოს გარდა რა ბერკეტი არსებობს რუსული კანონის მოქმედების შესაჩერებლად?
სტუმარი: კოტე ჩოკორაია - კონსტიტუციონალისტი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად