"რუსული კანონის" საპროტესტო აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტისკენ მიდიან.
დემონსტრანტებმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, საღამოს 18:00 საათიდან დაიწყეს.
მოთხოვნა კვლავ იგივეა - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს". აქციაზე სიტყვით სხვადასხვა პროფესიის არაერთი მოქალაქე გამოვიდა.
ცნობისთვის, თბილისსა და სხვა ქალაქებშიც "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციები უკვე ორ კვირაზე მეტია იმართება. პარლამენტი "რუსული კანონის" განხილვას მეორე მოსმენით ხვალ აპირებს.