მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს

ბუკა პეტრიაშვილი

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. ის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

ინფორმაციას შსს ადასტურებს.

როგორც BMG-ის შსს-ში განუცხადეს, ბუკა პეტრიაშვილი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება. ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე, ასევე თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკაა განლაგებული. აგრეთვე, აქციის მონაწილეების მიმართ რამდენჯერმე გამოიყენეს წიწაკის სპრეი.