რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - როგორ არის წარმოდგენილი რუსული კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკაში და რამდენად არის დამოკიდებული საქართველო რუსულ ნავთობსა და გაზზე - IDFI USAID - თან ერთად ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა ის კომპანია მოხვდა, რომლის მფლობელთა შორის რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ან წილს ფლობენ ისინი, ვინც საქართველოსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ კრემლი უკვე დიდი ხანია, საკუთარ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში კორუფციისა და ფულის დინების ინსტრუმენტალიზაციას ეწევა.
სტუმარი: მარიამ გოგიაშვილი - IDFI-ის ანალიტიკოსი, კვლევის თანაავტორი;