მსხვილი რუსული ტექნოლოგიური კომპანიების, Yandex-ისა და Ozon-ის აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟიდან მოიხსნება.
აღსანიშნავია, რომ რუსული კომპანიების აქციებითა და ობლიგაციებით ვაჭრობა უოლ-სტრიტზე ომის დაწყებიდან მალევე შეწყდა, თუმცა ახლა უკვე Nasdaq-ის ადმინისტრაცია კომპანიების სრულ დელისტინგს მოითხოვს.
საფონდო ბირჟიდან მოხსნა ემუქრებათ Headhunter-სა და საგადახდო პლატფორმა Qiwi-საც.
Yandex-ის წარმომადგენლობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილა უსაფუძვლოა, რადგან არცერთი ზემოხსენებული კომპანია დასავლეთის მიერ სანქცირებული არ არის, ამიტომაც ისინი Nasdaq-ის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიურ სარჩელს შეიტანენ.