მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული მედია: ჩელიაბინსკელებმა საქართველო სომხეთითა და აზერბაიჯანით ჩაანაცვლეს

5d1c4ada82293
მიხეილ ხაჩიძე
03.07.19 23:00
734

 

დასავლეთ ციმბირის დაბლობებს შორის მოქცეული, ურალის რეგიონის მოსახლოება საქართველოს ნაცვლად სომხეთსა და აზერბაიჯანში მიდის - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


გამოცემების ცნობით, მას შემდეგ, რაც პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, რაც 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავია-მიმოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს, ჩელიაბინსკის ოლქში ტურისტულმა სააგენტოებმა საქართველოს ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

"ტურებს საქართველოს მიმართულებით აღარ ვყიდით, კლიენტებიც არ კითხულობენ, უმეტესობა მომხმარებლისა ორიენტირებულია თურქეთზე. გაზრდილია მოთხოვნა აზერბაიჯანსა და სომხეთზე, ეს არის აშკარა და ადეკვატური ჩანაცვლება საქართველოსი. მდიდარი ისტორია.. ნაციონალური სამზარეულო - ყველაფერი თავმოყრილია იქ’’,  - განუცხადა ტურისტული სააგენტო Sputnik-ის ხელმძღვანელმა დარია ერეხოვამ ჟურნალისტს.


როგორც რუსული გამოცემები იუწყებიან, პუტინის აკრძალვამდე ჩელიაბინსკელებში საქართველო პოპულარობით სარგებლობდა.  ოლქის მოსახლეობა ქართულ კურორტებზე დასასვენებლად  აქტიურად მიდიოდა.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები