მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული მედია: ხაჯიმბა პუტინთან სოხუმის აეროპორტის თემაზეც აპირებს საუბარს

5d494f821c214
მიხეილ ხაჩიძე
06.08.19 16:00
706


საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი და საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირი ვლადიმერ პუტინი დღეს სოჭში ერთმანეთს შეხვდებიან.


რუსული მედიის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინთან სოხუმის აეროპორტის თემაზეც აპირებს საუბარს.


როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგინის ე.წ. პირველმა პირმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, ამ ეტაპისთვის სოხუმის აეროპორტის გახსნისთვის საჭირო დოკუმენტაციას აგროვებენ, ინვესტორები კი, უკვე მოძიებული ჰყავთ.

ამას გარდა, ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ხაჯიმბა და პუტინი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და აფხაზურ-რუსული სამომავლო ურთიერთობების განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები