მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული ნავთობი 46%-ით გაუფასურდა - ფასი 67 დოლარამდე დაეცა

რუსული ნავთობი

აშშ-ირანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფონზე, ენერგეტიკულ ბირჟაზე მკვეთრი დაღმასვლა გრძელდება – დღევანდელ სავაჭრო სესიაზე რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასი 67 დოლარამდე დაეცა, რაც ერთ თვეში 34%-ით, ხოლო პიკურ 125 დოლართან შედარებით 46%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მკვეთრად, თითქმის 26%-ით არის გაუფასურებული Brent-ის ტიპის ნავთობიც, რომელიც ამჟამად 81 დოლარად ივაჭრება, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი $78-ის ფარგლებში მერყეობს.

დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, რომელიც 16%-ით არის გაიაფებული და მეგავატი-საათი ენერგიის ფასი 42 ევროს შეადგენს.

ენერგეტიკული რესურსების გაიაფება პირდაპირ კავშირშია ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვის აღდგენის მოლოდინთან და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის ხელშეკრულებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები