რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. ამის BBC- ი, რუსეთის თავდაცის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
სამხედრო ხომალდი, რომელიც „საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა“, ბუქსირებისას ჩაიძირა.
უკრაინა ამბობს რომ სამხედრო ხომალდს თავისი რაკეტებით დაარტყა, თუმცა რუსულ მხარეს თავდასხმის შესახებ არ უხსენებია.
ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში მოსკოვიდან, კიევიდან და პენტაგონიდან იყო ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, თუ რა დაემართა გემს, იყო ხანძარი - თუ ჩაიძირა.