მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული შეზღუდვები ქართულ ღვინოს - ბიზნესის მოლოდინები

"რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია" მთავრობას, რუსული ბაზრის დასაცავად, ზომების გაძლიერების მოთხოვნით მიმართავს. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, ასოციაციას NATO-ს ქვეყნებიდან იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადის დაწესება სურს.

ამასთან, "რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის" აღმასრულებელი მდივნის, ალექსეი პლოტნიკოვის განცხადებით, მეღვინეებმა ხელისუფლებას საქართველოდან სხვადასხვა სახის ღვინის იმპორტისთვის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.

საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემთხვევაში, ქართველი ექსპორტიორები იმპორტის გადასახადს არ იხდიან. რუსეთის ხელისუფლებას რუსმა მეღვინეებმა ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვით 2023 წლის ზაფხულშიც მიმართეს.

რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2023 წელს ღვინის ექსპორტის თითქმის 66% რუსეთზე მოდიოდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში გაყიდული ღვინის თითქმის 80% რუსეთზე მოდის.

რა შეიძლება შეიცვალოს ქართული ღვინისთვის?

სტუმარი: ირაკლი უგლავა - "ასკანელი ძმების" დირექტორი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები