მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსული ტურისტული ემბარგოს დაწესება 2 წლის შემდეგ საქართველოსთვის დამანგრეველი იქნებოდა"

5d14cc8eab868
სალომე მეცხვარიშვილი
28.06.19 10:10
8414
Inn Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა კოკაია აცხადებს, რომ რუსული ტურისტული ემბარგო “დროულად მოხდა”, რადგანაც 2 წლის შემდეგ ეს ქვეყნისთვის ბევრად უფრო რთული გადასატანი იქნებოდა.

“განუხრელად იზრდებოდა რუსი ტურისტების შემოსვლა, მანამდე სულ ფიზიკური პირები შემოდიოდნენ, შარშან უკვე დაიწყო ტურისტულების მხრიდან შეკვეთა. ეს რიცხვი ძალიან, ძალიან იზრდებოდა. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ეს არ მოხდა 2 წლის შემდეგ. 2 წლის შემდეგ ეს დამანგრეველი იქნებოდა, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა იქნებოდა რუსი ტურისტები”,- აცხადებს პაატა კოკაია.

მისივე თქმით, დაანონსებული ტურისტული ემბარგოს გამო საქართველო დაახლოებით 600 ათას ტურისტს დაკარგავს რუსეთიდან.

“დანარჩენები სხვადასხვა ხერხით შემოვლენ, ნაწილი უკვე შემოსულია, რადგან წელი დაწყებულია”,- აცხადებს პაატა კოკაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები