მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული Wildberries-ი თბილისში ტაქსის სერვისის ამოქმედებას განიხილავს

WB Taxi

რუსული ონლაინ-მარკეტპლეის Wildberries-ის ქართული წარმომადგენლობა - შპს "ტრანსკომ გრუპი" საქართველოში ტაქსის სერვისის ამოქმედებას განიხილავს. კომპანიამ ბაზრის მოკვლევა 150 ავტომობილის ბრენდირებაზე ოქტომბერში გამოაცხადა.

რუსული კომპანიის ქართულ ოფისში BMG-ს განუცხადეს, რომ ტაქსის სერვისის ამოქმედების კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ, თუმცა არ დაუმალავთ, რომ ბაზრის მოკვლევით ტაქსების ბრენდირების საფასურის დადგენას ისახავდნენ მიზნად.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებელი და CEO ტატიანა კიმი დაასანქცირა, რასაც 21 ნოემბერს მისი გადადგომა მოჰყვა.

ერთ-ერთი უკანასკნელი ბაზარი, სადაც რუსული კომპანიის ტაქსის სერვისი ამოქმედდა, იყო სომხეთი: სექტემბერში ერევანში WB Taxi გაეშვა. გარდა სომხეთისა, Wildberries-ის ტაქსის სერვისი მოქმედებს უზბეკეთში, ბელარუსსა და ყირგიზეთში. Android Store-ის მონაცემებით, აპლიკაციას 1 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.

რაც შეეხება Wildberries-ის ქართულ წარმომადგენლობას, იურიდიულად ის რუსული კომპანიის პირდაპირი შვილობილი არაა, რადგან შპს "ტრანსკომ გრუპი" სერგი თვალჭრელიძის 100%-ის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა კომპანიას გააჩნია სალიცენზიო შეთანხმება WB-თან და მის წარმომადგენლად პოზიციონირებს.

უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, "ტრანსკომ გრუპს" თბილისში, ლილოს მიმდებარედ არსებულ ლოგისტიკურ ცენტრში 2633 კვადრატული მეტრის ფართობი იჯარით აქვს აღებული. ამასთან, 2026 წლის იანვარში კომპანიამ სახელმწიფოსგან თბილისი-რუსთავის მაგისტრალთან 192,521 კვადრატული მეტრის რამდენიმე მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ, სასაწყობე და ლოგისტიკური ცენტრის მოწყობის მიზნით აიღო.

საქართველოში "ტრანსკომ გრუპი" 2022 წლიდან ოპერირებს.

კომპანიის მიერ შეძენილი უძრავი ქონება:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები