მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ - დღეს ამ სახელწოდებით აქციაა დაგეგმილი

64635ba868bf2
BM.GE
16.05.23 14:35
489
„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ - ამ სახელწოდებით დღეს 19:00 საათზე აქცია პარლამენტთან კიდევ ერთხელ გაიმართება. მოქალაქეები რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენას გააპროტესტებენ.

ცნობისთვის, მსგავსი აქცია გუშინაც გაიმართა. ხოლო 19 მაისს მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენების აღდგენას აეროპორტთანაც გააპროტესტებენ. კესარძოდ, პარასკევს, 12:00 საათზე აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედთან შეიკრიბებიან და კოლონით დაიძრებიან აეროპორტისკენ.

ცნობისთვის, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მოსკოვის მიმართულებით 20 მაისიდან Georgian Airways-იც იფრენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები