მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

რუსულმა Aeroflot-მა I კვარტალი $326 მილიონიანი ზარალით დაასრულა

რუსულმა ავიაკომპანია Aeroflot-მა პირველი კვარტალი ზარალით დაასრულა. კომპანიის წმინდა ზარალმა 22.48 მილიარდი რუბლი (326.2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა; მიზეზად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები სახელდება. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.

Aeroflot-ის განცხადებით, მგზავრთა ნაკადი 12.3%-ით შემცირდა აღნიშნულ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში 38.8%-ით 13.05 მლრდ რუბლამდე შემცირდა Aeroflot-ს შემოსავლებიც.

რუსული ავიაკომპანია მდგომარეობის გაუმჯობესებას ახლო მომავალში ელოდება,  რადგან  სამთვიანი "ლოქდაუნის" შემდეგ ავიასექტორის გამოცოცხლების იმედი გაჩნდა.

როგორც IATA ვარაუდობს, მგზავრთა ნაკადი პანდემიამდელ მდგომარეობას მხოლოდ 2023 წლისთვის დაუბრუნდება.

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები