მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულმა Ласточка-მ სოჭიდან გაგრაში წელს 23 ათასი მგზავრი გადაიყვანა

ლასტოჩკა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსულმა Ласточка-მ სოჭიდან გაგრაში წელს 23 ათასი მგზავრი გადაიყვანა. მათი ინფორმაციით, მატარებლით ყველაზე მეტი, 7890 მგზავრი აფხაზეთში ივნისში ჩავიდა. Ласточка 2023 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, 73105 ტურისტს მოემსახურა.

2024 წლის თვეების მიხედვით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა ასეთია:

იანვარი - 1719

თებერვალი - 1320

მარტი - 2400

აპრილი - 5861

მაისი - 4032

ივნისი - 7890

ელექტრომატარებელმა სოჭიდან ოკუპირებულ გაგრამდე მგზავრების გადაყვანა გასულ წელს დაიწყო. წელს სოხუმის სადგურამდე სატესტო მგზავრობა ჩატარდა. მედიის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მატარებელმა სოხუმში რეგულარულად იაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები