მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დასრულდა

5cda7eb96dbe9
ლიკა გურაბანიძე
14.05.19 12:37
866
ზუგდიდში, რუხის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

საუნივერსიტეტო კლინიკის კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისგან შედგება.

მისი მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამში, 41 მლნ ლარი დაუჯდა.

ამასთან, დასრულდა სახელმწიფოს მიერ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ობიექტის აღჭურვის და ექსპლოატაციისთვის გადაცემის პროცესიც.

როგორც BM.GE-ის სამისტროში განუცხადეს, მრავალპროფილური საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურით და საწოლებით აღჭურვის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი 220 საწოლზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები