რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან აწარმოებს. დაგეგმილია ღია ბაზრის შეფუთვა, ბავშვთა გასართობი ცენტრისა და ფიტნეს ცენტრის მოწყობა.
ადგილობრივებს სოფლის განვითარების კონცეფცია რუხში რეგიონის ადმინისტრაციამ წარუდგინა. რუხის სავაჭრო ცენტრის განვითარებაზე სავაჭრო ცენტრის დირექტორმა დავით მაჭავარიანმა ისაუბრა.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მულტიფუნქციურ ცენტრში წარმატებით ოპერირებენ სუპერმარკეტი „იალჩინი“, საშენ მასალათა ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის „გორგიას“ ფილიალი, სურსათის ჰიპერმარკეტ „ლიბრეს“ ფილიალი, ავტოსერვისის ლიდერი კომპანია “თეგეტა მოტორსის“ მაღაზია და სერვისცენტრი. რუხის სავაჭრო ცენტრში ამჟამად სულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული.
სოფელ რუხში, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტი საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მთლიანმა საინვესტიციო მოცულობამ 15 მილიონამდე ლარი შეადგინა. მოლის ტერიტორიაზე გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი.

























