მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 2,7%-ით გაიზარდა

57ee102d12339
BM.GE
30.09.16 11:10
1093
აგვისტოში ეკონომიკა 2,9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2016 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურ ზრდას, ამ მაჩვენებელმა 2,7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

აგვისტოში ახლადდარეგისტრირებულმა საწარმოთა რაოდენობამ 3 813 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,1%-ით მეტია. რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვას, ამ მაჩვენებელმა 4, 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზეე 5,4%-ით მეტია.

აგვისტოში საბიუჯეტი შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და შესაბამისად, შემოსავლებმა 703 მილიონი, ხოლო ხარჯებმა 695 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები