Ryan Air-ის საქართველოში შემოსვლაზე საბოლოო შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ კონტრაქტს ხელი აღარ მოეწერა, - განაცხადა გადაცემაში „საქმიანი დილა“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისი განცხადებით, ავიაკომპანია გარანტიას იძლეოდა, რომ თვეში ქვეყნაში მილიონ ტურისტს შემოიყვანდა. ქობალია განმარტავს, რომ ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით გეგმავდა ფრენას.
"Ryan Air ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავიაკომპანია იყო ჩვენთვის და მისი მასშტაბის გამო პირველი იყო, რომელთანაც მოლაპარაკება დავიწყეთ. ჩვენ მაშინ საბოლოოდ შევთანხმდით და კონტრაქტიც უკვე არსებობდა, მაგრამ მთავრობის ცვლილების შემდეგ ამ კონტრაქტს ხელი აღარ მოეწერა. RyanAir გარანტიას გვაძლევდა, რომ თვეში მილიონ ტურისტს შემოიყვანდა. ეს კონტრაქტში გარანტირებულად იყო ჩადებული. რატომღაც ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.
შენიშვნა: ვერა ქობალიამ გადაცემეაში "საქმიანი დილა" განაცხადა, რომ ავიაკომპანია RyanAir გარანტიას იძლეოდა, რომ თვეში საქართველოში მილონ ტურისტს ჩამოიყვანდა, თუმცა მასალის განთავსების მეორე დღეს ქარლბატონი ვერა ქობალია დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მას პირდაპირ ეთერში არა ერთი თვე, არამედ ერთი წელი უნდა ეთქვა და მის მიერ ნახსენები "ერთი თვე" მექანიკური შეცდომა იყო.
იხ. ვიდეო:

























