მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ამცირებს

5f885a270d995
ნათია თაქთაქიშვილი
15.10.20 21:45
1068
მსოფლიოში ცნობილი ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ამცირებს. როგორც ავიაკომპანია აცხადებს, გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის განხორციელებული ფრენების მხოლოდ 40% შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Ryanair-ი ფრენების შემცირებას კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს.

ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ ფრენების სიხშირის შემცირების მიუხედავად, მიმართულებების 65%-ის შენარჩუნებას ეცდება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო’ლირის განცხადებით, ის წუხს რომ ფრენების სიხშირის შემცირება უწევს, რაც მთავრობის „ცუდი მენეჯმენტის“ ბრალია.

„შემცირებული ფრენების სიმცირე ნიშნავს სამუშაო ადგილების შემცირებას ან აუნაზღაურებელ შვებულებას, მაგრამ ესეც მხოლოდ დროებითი გამოსავალია“, - აღნიშნა ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი დიდი ბრიტანეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მიღებული ზომების გამო მკაცრად აკრიტიკებდა. მაიკლ ო’ლირმა რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის დაწესებულ 14-დღიან კარანტინს „იდიოტური“ უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები