მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ryanair-ით ივლისში რეკორდულმა - 20.7 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა

Ryanair
BM. GE
06.08.25 09:29
697

ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიახაზებმა, Ryanair-მა თავისი კალენდარული თვის რეკორდი მოხსნა მას შემდეგ, რაც ავიახაზებით წინა თვეს 20.7 მილიონმა ადამიანმა იფრინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ივლისის თვის მაჩვენებელს 20.2 მლნ-ს 3%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წინა თვეს ავიაკომპანიამ 113,000 რეისის განხორციელება შეძლო. ასევე საინტერესოა, რომ ივლისში ავიახაზებს 680 რეისის გადადება მოუწია, რაც საფრანგეთში მიმდინარე საავიაციო დისპეჩერების გაფიცვით იყო გამოწვეული.

დაბალბიუჯეტიან ავიახაზებზე არსებულ დიდ მოთხოვნას ის სტატისტიკაც ადასტურებს, რომ წინა თვეში Ryanair-ის ფრენებზე ადგილების საშუალოდ 96% იყო დაკავებული. ჯამში, მხოლოდ 2025 წელს ავიაკომპანია 203.1 მილიონ ადამიანს მოემსახურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები