მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"RYANAIR" ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს

5d5d1d161a5f4
თელარა გელანტია
21.08.19 14:26
2737
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს.

მხარეებს შორის შეთანხმება 12 მიმართულებაზე მოხდა, რომელზეც ოპერირებას ავიაკომპანია სამომავლოდ განახორციელებს.

„ხელი მოვაწერე თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რაც წარმატებული დასასრულია იმ ინტენსიური მოლაპარაკებებისა, რომელსაც ბოლო თვეებში ვაწარმოებდით მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია RYANAIR-თან. უკვე ნოემბერში „რაინეარი“ პირდაპირ რეისებს დაიწყებს ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. (თბილისი-მილანი; ქუთაისი-მარსელი; ქუთაისი-ბოლონია)", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები