მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სააღდგომოდ კვერცხზე მოთხოვნა გასამმაგდა, ფასი კი არ იცვლება

5ac68435ae18f
მაია ბიწაძე
06.04.18 11:00
1230
სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით კვერცხზე მოთხოვნა გასამმაგებულია, - ამის შესახებ Bm.ge-ს ,,მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, თუ ჩვეულებრივ კვერცხზე დღიური მოთხოვნა, საქართველოს მასშტაბით, მილიონი - მილიონ ასი ათასია, ამჟამად ეს მაჩვენებლი გასამმაგებულია. მიუხედავად ამისა, ქართული კვერცხის მწარმოებელი კომპანიები ბაზარს სრულად აკმაყოფილებენ და გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად კვერცხის ფასს არ ზრდიან.

,, ეს არის ყველაზე გაყიდვადი პერიოდი, რაც მინიმუმ დღეს საღამომდე გაგრძელდება, მიუხედავად ამისა, არასდროს, ბოლო 12 წლის განმავლობაში , სააღდგომოდ მეფრინველეობის ფაბრიკებს კვერცხი არ გუძვირებიათ, არ ვიყენებთ იმ სიტუაციას, რომ ამით ფული ვიშოვოთ, პირიქით, თუ სადმე ისეთი ორგანიზაციებია, როგორიცაა კათარზისი, საქველმოქმედო ფონდები, ბავშვთა სახლები და სხვა, აბსოლიტურად ყველას ვეხმარებით.

მარხვის პერიოდში კვერცხის მოხმარება ნაკლებია, განსაკუთრებით ბოლო ათი დღე, როდესაც მძიმე მარხვაა, ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მარაგები დავაგროვოთ, რაც შემდეგ სააღდგომოდ იყიდება“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

საქართველოში ბაზარს კვერცხით ძირითადად ექვსი მსხვილი მეფრინველეობის ფაბრიკა ამარაგებს, ესენია: კუმისი, კოდა, დილის პროდუქტები, სავანეთი, პატარძეულისა და საგარეჯოს ფაბრიკები, ამ კომპანიებზე ბაზრის 85% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები