სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებში ცვლილებების შეტანას გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, იგეგმება გადაიხედოს იმ სექტორების ჩამონათვალი, რომელზეც სესხის პროცენტის სუბსიდირება ვრცელდება. მიხეილ ხიდურელი არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევაში ასევე გადაიხედოს სააგენტოს მხრიდან სესხის პროცენტის სუბსიდირების მოცულობაც. "აწარმოე საქართველოს" პროგრამები ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისაუბრებს. რა ცვლილებებია მოსალოდნელი ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებში და რა ცვლილებების საჭიროებას ხედავს თავად ბიზნესი ?