მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტო Vitrine საფრანგეთის მოდის ინსტიტუტთან ერთად მდგრადი მოდის მიმართულებით სასწავლო პროგრამას იწყებს

ვიტრინი

სააგენტო Vitrine-ის დამფუძნებელი მადო რომანაძე, BMGV-ის გადაცემაში აცხადებს, რომ კომპანია ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად მდგრადი მოდის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

მისი თქმით, სასწავლო კურსი ნოემბერში დაიწყება და საფრანგეთის მთავარ მოდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება.

„მოვიწვიეთ ლექტორები საფრანგეთიდან, რომლებიც ჩამოვლენ და ნოემბერში 10 ქართული კომპანიისთვის მდგრადი მოდის წარმოების მიმართულებით საინტერესო სასწავლო კურსს ჩაატარებენ. ეს პროგრამა მხარდაჭერილია და დაფინანსებულია ევროკავშირის და GIZ-ის მიერ“, – განაცხადა რომანაძემ.

მისივე განმარტებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სააგენტო საგანმანათლებლო მიმართულებით იმუშავებს:

„სასწავლო პროგრამა თბილისში 17-25 ნოემბერს გაიმართება და მოიცავს შვიდ ინტენსიურ სამუშაო დღეს. ინტერესი ძალიან მაღალია, თუმცა მონაწილეობის მიღებას, მხოლოდ 10 კომპანია შეძლებს. შერჩეული კომპანიები გაეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებებს და შეძლებენ, მიღებული ცოდნა საკუთარ წარმოებაში დანერგონ“, – აღნიშნა Vitrine-ის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები