მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

64355e08ca0a6
თამთა ჯიჯავაძე
11.04.23 17:15
760
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, - ამის შესახებ bm.ge-ს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

„საქმე ეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. იქ არის რამდენიმე მოთხოვნა, თუმცა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით კონკრეტულად რა მოთხოვნებია. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, დეტალებზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ. ჩვენი მიზანი არის სააკაშვილის სიცოცხლე და ის, რომ მას მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება ვადებს, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოლოდინი აქვთ, რომ საქმეს დაჩქარებულად განიხილავენ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი არაერთი მუხლით ედება. მან დაკავების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. ამჟამად ის კლინიკა "ვივამედში" იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. მაშინ სააკაშვილის ოჯახმა და მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები