თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში ილუმინაციებისა და დეკორაციების მონტაჟი ბოლო ეტაპზეა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ბოლო სამონტაჟო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირსა და გიორგი წერეთლის ქუჩაზე შეასრულეს.
მათივე თქმით, პარალელურად, სრულდება მთავარი ნაძვის ხის აწყობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე. როგორც მერიაში ამბობენ, 12 დეკემბერს ნაძვის ხესთან ერთად თბილისის მასშტაბით ყველა საახალწლო განათება აინთება.
მონაცემებით, თბილისის მასშტაბით საახალწლო კონსტრუქციები და განათებები უკვე დამონტაჟებულია 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში. სამუშაო პროცესში ყოველდღიურად მონაწილეობდა „თბილსერვის ჯგუფის“ 250-ზე მეტი თანამშრომელი და 40-მდე სპეცმანქანა.
12 დეკემბერს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება




























