„გასულ წელს, ბაზარს პირველად შევთავაზეთ საახალწლო ტომრები, წელს მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა” - ამბობს BMG-სთან ქართული ჩურჩხელის, ჩირებისა და ტყლაპის მწარმოებელი კომპანია „კერკის“ კომერციული დირექტორი, ესმა ხალვაში.
მისივე ინფორმაციით, საახალწლო ნაკრებში ყველა პროდუქტი ერთი კომპანიის წარმოებულია.
„ძალიან დიდი მოთხოვნაა ხურმის ჩირსა და ჩურჩხელაზე, ამიტომ საახალწლო ნაკრები გავაკეთეთ და წელს კიდევ მეტ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებლებს და ბიზნესებს. ორი ზომის ტომარა გვაქვს, ამით მომხმარებელს არჩევანს ვუტოვებთ. ტომრებში საახალწლო ნუგბარია მოთავსებული, მათ შორის ჩვენი წარმოებული სხვადასხვა სახეობის ჩურჩხელა, ქლიავის ჩირი, მანდარინის ჩირი და რა თქმა უნდა ტყლაპები”- განაცხადა ესმა ხალვაშმა.
"კერკის" საახალწლო ტომრების ფასები 37-დან 60 ლარამდე მერყეობს.
„კერკის" საწარმო 2021 წელს აჭარაში, კერძოდ, ქედის რაიონში ამოქმედდა. "კერკის" პროდუქციის ყიდვა „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, „ვეიმარტში“, „სმარტში“ და სხვა ქსელურ მაღაზიებშია შესაძლებელი.