მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლოდ, 100%-ით დატვირთულები ვართ - საოჯახო სასტუმრო უშბა

უშბა

საოჯახო სასტუმრო „უშბა“-ს დამფუძნებელი, თეა ჟორჟოლიანი BM.GE-სთან მიმდინარე სეზონს აფასებს და აღნიშნავს, რომ საახალწლო პერიოდში აქტიურად არიან დატვირთულები.

მისი ინფორმაციით, საახალწლოდ ძირითადად ქართველებისა და ინდუსების ჯგუფებს მასპინძლობენ. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, იქიდან გამომდინარე, რომ სეზონზე ჯავშნები თვეებით ადრე იწყება, ზაფხულის სეზონზე, ქართველები მათ სასტუმროში ფაქტობრივად ვერ ხვდებიან.

„ჩვენი სასტუმრო ჯამში 10 ნომრისგან შედგება და 28 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. ფასები წინა პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 5 ლარით გავზარდეთ და ამჟამად, ერთი ადამიანის მასპინძლობა, ორჯერადი კვებით 80 ლარი ღირს. იანვარში ჯავშნების წყვეტა გვაქვს ხოლმე, რის მიზეზსაც ვერ ვიგებთ. თუმცა, თებერვლიდან ჯავშნები ახლდება და სრული დატვირთვით ვმუშაობთ,“- აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისივე ცნობით, რეგიონში გამოწვევა გრძელი გზაა, რომელიც სტუმრებს ერთ სრულ დღეს ართმევს. შესაბამისად, საჭიროა გზის დამოკლება, რომელიც ტურისტულ ნაკადებს გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები