მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საახალწლოდ სასტუმრო „ალიანს ვილამ“ 100%-იანი დატვირთვით იმუშავა" - კურორტ "გოდერძის" გამოწვევები

ალიანს ვილა

აჭარაში, კურორტ გოდერძიზე მდებარე 4+ ვარსკვლავიანმა სასტუმრომ “ალიანს ვილა“ ახალ წელს 100%-იანი დატვირთვით იმუშავა და ჯავშნები იანვრის გარკვეულ პერიოდამდე გრძელდება.

როგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, თედო ვერძაძემ BM.GE-სთან განაცხადა, „ალიანს ვილა“ სტუმრებს კურორტზე მესამე სეზონია მასპინძლობს და მიმდინარე წელს, სივრცის მოწყობასაც გეგმავს, სადაც დამსვენებლები დროის გატარებას შეძლებენ.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ჯამში 22 აპარტამენტის ტიპის ნომერსა და რესტორანს აერთიანებს, რომელიც ადგილობრივ და ევროპულ კერძებზეა ორიენტირებული. ამასთან, სასტუმროში გასართობი სივრცეცაა მოწყობილი, რომელშიც ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და სხვა გასართობი საშუალებებია განთავსებული.

„სასტუმროს 50 სტუმრის მიღება შეუძლია, თუმცა ჯავშნების კუთხით ისეთი აქტივობა, როგორიც საახალწლო პერიოდში იყო, სხვა თვეებში არ არის.

კურორტზე გამოწვევა მრავლადაა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გზაა, რომელიც შესაბამისად არ არის მოპირკეთებული. ამასთან, იმისდა მიუხედავად, რომ მუნიციპალიტეტი შესაბამისადაა აღჭურვილი თოვლის მწმენდავებით თუ ტრაქტორებით, თოვლისგან გზის გასუფთავება არ ხდება, რაც ძალიან დიდი პრობლემებს იწვევს.

გარდა ამისა, სექტორში მომსახურების კუთხით კვალიფიციური კადრები კვლავ გამოწვევად რჩება, რომლებსაც უცხო ენა ეცოდინებათ და შეძლებენ საკუთარი საქმის კვალიფიციურად შესრულებას. ამის გამო კი, არაერთი მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს,“- აცხადებს ვერძაძე.

სასტუმრო „ალიანს ვილას“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს სასტუმროს ტერიტორიაზე „ბარბექიუსთვის“ სივრცის მოწყობა იგეგმება, რომელშიც დაახლოებით 5000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები