არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საავიაციო კომპანია Emirates-სა და ამერიკულ ტექ-კომპანია SpaceX-ს შორის შეთანხმება გაფორმდა. გარიგების ფარგლებში, ავიახაზების 232-ვე უდიდესი მოცულობის ხომალდზე, მათ შორის Boeing 777-სა და Airbus A380-ზე Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.
როგორც ირკვევა, ხომალდების სატელიტური Wi-Fi-ს სერვისზე გადაწყობის პროცესი უკვე დაწყებულია. Emirates-ი ყოველთვიურად 14 თვითმფრინავს აღჭურავს Starlink-ის სერვისით. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბორტზე Starlink-ის 2 ანტენა განთავსდება, რაც უწყვეტ და მაღალი ხარისხის კომუნიკაციას შეუწყობს ხელს. პროცესი კი 2027 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. პირველი ხომალდი, რომლის მგზავრებსაც Starlink-ის უმაღლესი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ექნებათ, Boeing 777-ი იქნება და ის რეისს ნოემბრის ბოლოს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Starlink-ის ინტერნეტის გამოყენება ფრენის დროს ყველა მგზავრისთვის სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. Wi-Fi-ს გააქტიურება ყველა ელექტრონული მოწყობილობისთვის ღილაკის ერთი დაჭერით იქნება შესაძლებელი და არავითარი პაროლის შეყვანა საჭირო არ იქნება.
ცნობისთვის, Emirates-ი არ არის პირველი საავიაციო კომპანია, რომელმაც ილონ მასკის კომპანიასთან Starlink-ების გამოყენებაზე გააფორმა შეთანხმება. ბრიტანეთის ავიახაზებსა და SpaceX-სს შორის მსგავსი შინაარსის გარიგება გასულ კვირას დაიდო.




























