მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საამიროების ბიზნესმენები საქართველოს აგრობიზნესში ინვესტირებით არიან დაინტერესებული" - სამინისტრო

უაე

"ქართული ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო პალატის ვიცეპრეზიდენტს ჰასან ალჰაშემს შეხვდა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა, შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ყურადღება საქართველოში აგრარული დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე და საექსპორტო პოტენციალის მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გაამახვილა. შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ბაზრების დივერსიფიცირება და აგრარულ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

სამინისტროს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საამიროების ბიზნესმენები საქართველოში, კერძოდ კი აგრობიზნესში ინვესტირებით არიან დაინტერესებული.

"არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო პალატის ვიცეპრეზიდენტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული საამიროების მსხვილი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საქართველოს აგრობიზნესში ინვესტიციების განხორციელებით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს 2025 წლის სავაჭრო პარტნიორებს შორის, ადგილობრივი ექსპორტის კუთხით, მეოცე ადგილს იკავებს. იანვარ-თებერვალში აქ ქვეყანამ $4.06 მლნ-ის ღირებულების ექსპორტი განახორციელა.

რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქტებს, საქსტატის თანახმად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან TOP 10 საექსპორტო პროდუქტში, აგროპროდუქტის მხოლოდ ორი კატეგორია - ხილისა და ბოსტნეულის წვენები და თხილი და სხვა კაკალი - ხვდება. წვენების ექსპორტმა $142 ათასი შეადგინა, თხილისა და კაკლის ექსპორტმა კი - $106.4 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები