მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

”საამური ბუნებრივი ღვინის სალონი”

4 მაისი, ღვინის ბარი „საამური“, FABRIKA Tbilisi-ში, უკვე მეოთხედ უმასპინძლებს „საამური ბუნებრივი ღვინის სალონს“ – ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანული და ბუნებრივი ღვინის კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში. წლევანდელ სალონში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე მცირე მარანი, რომლებიც მხოლოდ ორგანულად მოყვანილი ყურძნითა და ბუნებრივი მეთოდებით აყენებენ ღვინოს. გარდა ამისა, ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელი მეღვინეები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს და წარმოადგენენ საკუთარ ნატურალურ ღვინოებს.

სტუმარი: მაია ჭოხონელიძე - „საამური ბუნებრივი ღვინის სალონის” ორგანიზატორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები