მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სააპელაციო სასამართლომ iPhone+ -ის 370 000-ლარიანი ყადაღა ძალაში დატოვა

587f4fbb26c32
BM.GE
18.01.17 15:15
1472
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა iPhone+_ზე დადებული ყადაღა, 370 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციას კომპანია IPhone + ავრცელებს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერიან ცერცვაძემ, მისი საოჯახო ბიზნესის - iTechnic-ის მოთხოვნით,უსამართლო და უპრეცედენტო 1 553 000 ლარის ოდენობის ყადაღა დაადო iPhone+_სს. მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ მომჩივანი კომპანია iTechnic-ი ვალერიან ცერცვაძის საოჯახო ბიზნესია და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასა და საზოგადოებას მივაწოდეთ, ცერცვაძის კომპანიამ თავად მიმართა სასამართლოს და მოითხოვა iPhone+_ზე დადებული 1 553 000 ლარის ოდენობის ყადაღის 370 000 ლარამდე შემცირება.

გარდა ამისა, ვალერიან ცერცვაძის iTechnic-მა მოსამართლეს საკუთარ ანგარიშზე 50 000 ლარის ოდენობის ყადაღა დაადებინა. ამით მათ სურთ, საზოგადოებას თვალი აუხვიონ, თითქოს, საკუთარ ანგარიშზეც კი დაადებინეს ყადაღა იმის დასამტკიცებლად, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე არ ცდილობს თავისი ბიზნესის სასარგებლოდ ჩვენი ფულის წართმევას", - აცხადებენ iPhone+_ში.

რამდენიმე თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ "აიფონ პლუსს" კონკურენტი კომპანიის, "აიტექნიკის" სარჩელის საფუძველზე 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო. iPlus-ი სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის გავლენებს უკავშირებს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, iTechnic-ის რეალური მფლობელი ვალერიან ცერცვაძეა, რომელსაც ოფიციალურად წილები ცოლის ძმის ბექარ მიქუჭაძის სახელზე აქვს გაფორმებული, ხოლო iTechnic-ის გენერალური მენეჯერი მისი მეუღლე გვანცა მიქუჭაძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები