სააპელაციო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საჩივარი დაუშვებლად სცნო.
როგორც IPN-ს ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაოსა და საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ.
წყარო: IPN

























